რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვი: ახლა ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის დიდი ნაწილის ნაცისტების ხელში დატოვებას ნიშნავდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავდა, რომ მისი უმეტესი ნაწილი ნაცისტების კონტროლის ქვეშ დარჩებოდა.

"ცეცხლის შეწყვეტა ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა – უკრაინის უდიდესი ნაწილი ნაცისტური რეჟიმის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა, უკრაინის ამ ნაწილში ეს იქნებოდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც მთელი ენა კანონით აკრძალულია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ეს გაეროს ოფიციალური ენაა და მოსახლეობის უმრავლესობის სალაპარაკო ენაა". - თქვა ლავროვმა.

კომენტარები