რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დონალდ ტრამპი ახლო მომავალში ვლადიმირ პუტინთან მორიგ საუბარს გეგმავს

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Defence News

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს გეგმავს.

ტრამპის თქმით, მან "შვიდი ომის მოგვარება" შეძლო, თუმცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ყველაზე რთული აღმოჩნდა.

"დიახ, [პუტინთან] ვისაუბრებ. ჩვენ ძალიან კარგი დიალოგი გვაქვს. მე შვიდი ომი მოვაგვარე. ის, რაც მარტივი მეგონა, აღმოჩნდა, რომ ცოტა უფრო რთულია. მეგონა, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო პუტინთან, უკრაინასთან ჩემი დამოკიდებულების გამო და სხვა ყველაფრის გამო". - თქვა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში მიმდინარე კვირაში 7 014 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად, ჯარისკაცები.

"ისინი ისეთი მასშტაბით იღუპებიან, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ისინი ადამიანები არიან. იცით, მე სამი ომი მოვაგვარე. ერთი 31 წელი გრძელდებოდა, იქ ბევრი ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონი ადამიანი, კიდევ ერთი, სადაც ომი 37 წელი გრძელდებოდა და ხალხი ამბობდა, რომ მათი მოგვარება შეუძლებელი იყო. მე კი მოვაგვარე. ეს შემთხვევა ამაზე უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ამასაც მოვაგვარებთ". - დაამატა ტრამპმა.

კომენტარები