რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდ ფუნტზე მეტი გადასცა

გაერთიანებული სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტის დროს ისაუბრა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, აღნიშნული დახმარებით შესაძლებელი გახდა უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასობით საზენიტო რაკეტის და იარაღის სათადარიგო ნაწილების მიწოდება. ასევე, აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლისა და შეკეთების მიზნით ახალი კონტრაქტების დადება.

"ბოლო 50 დღის განმავლობაში უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან მცირეკალიბრიანი იარაღისთვის 4.7 მილიონი ვაზნა, 60 000 საარტილერიო ჭურვი, რაკეტა და სარაკეტო სისტემა, 2 500-ზე მეტი დრონი, 200-ზე მეტი რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა მიიღო". - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ ერთგული რჩება და მიმდინარე წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

კომენტარები