ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგის გავლით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები აღმოვაჩინეთ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 000 ლარს აღემატება". - წერია უწყების განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





