რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება" – ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და დაამატა, რომ დღესვე NATO-სა და ზელენსკის დაურეკავს.

ტრამპის თქმით, პუტინთან "მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა." თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება."

"ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის" - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

ცნობისთვის, ალასკაში ტრამპისა და პუტინის გუნდებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 3 საათამდე გაგრძელდა. სამიტის ბოლოს რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია 12 წუთამდე გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ორივე მათგანმა ოთახი რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა. 

კომენტარები