შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1946 წელს დაბადებული ა.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - 1950 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს". - ნათქვამია განცხადებაში.





