უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის მასპინძლობით დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრამდე ორი დღით ადრე ჩაინიშნა.
როგორც Reuters აღნიშნავს, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, 2021 წლის შემდეგ აშშ-რუსეთის პირველ სამიტის წინ ნათლად წარმოაჩინონ კიევის ინტერესების გასხვისების საფრთხეები.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ბერლინში თავდაპირველად გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდება შემდეგ კი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ვიდეო კონფერენციის ფარგლებში ფინეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესწრება NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე. ერთ საათში კი მათ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი შეუერთდებათ.





