რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტუსკი: არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლოა, ახლო მომავალში გაიყინოს

დონალდ ტუსკი
Leon Neal/Pool via AP

პოლონეთის პრემიერის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლოა, ახლო მომავალში გაიყინოს. ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ უთხრა.

"არსებობს გარკვეული მინიშნებები, ასევე, მაქვს ინტუიცია, რომ კონფლიქტი შესაძლოა გაიყინოს. არ მსურს ვთქვა, რომ ომი დასრულდება, თუმცა, კონფლიქტის გაყინვა, შესაძლოა, ახლო მომავალში მოხდეს". - თქვა ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, დღეს დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ბოლო დღეა. ტუსკის თქმით, ზელენსკი ძალიან ფრთხილობს, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"უკრაინული მხარე ძალიან დაინტერესებულია, რომ ევროპამ, მათ შორის, პოლონეთმაც, მონაწილეობა მიიღოს მომავალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და შემდგომ მშვიდობაშიც. ჩვენც დაინტერესებული ვართ ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებით, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც ძალიან დადებით გავლენას მოახდენს". – დაამატა ტუსკმა.

კომენტარები