სირია-თურქეთი

ისრაელის დარტყმების შემდეგ სირია თურქეთს დახმარებას სთხოვს

სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობა ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგ დამასკოში, 16 ივლისი, 2025 წ. 
AP Photo/Ghaith Alsayed

23 ივლისს თურქმა ოფიციალურმა განაცხადეს, რომ სირიის ხელისუფლებამ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთს დახმარება სთხოვა.

Times of Israel აღნიშნავს, რომ ეს თხოვნა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიაში მომხდარი ძალადობის ფონზე გაჟღერდა, რომელსაც ისრაელის საჰაერო დარტყმებიც მოჰყვა.

სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ, რომ სირიამ ასევე მოითხოვა მხარდაჭერა ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში.

მათი თქმით, თურქეთი სირიის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გადამზადების, კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაზე მუშაობს.

გამოცემა წერს, რომ სირიის ოფიციალურ პირებთან კომენტარის მიღება ამ დროისთვის ვერ მოხერხდა.


13 ივლისიდან მოყოლებული სუვაიდის პროვინცია სასიკვდილო ძალადობაში გაეხვა მას შემდეგ, რაც დრუზ მებრძოლებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები დაიწყო. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის (SOHR) მიხედვით, 4-დღიანი ბრძოლების განმავლობაში 254 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მედიკოსები, ქალები და ბავშვები. 

ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები სუვაიდის პროვინციაში რეჟიმის ძალების მხრიდან ქალებისა და ბავშვების დახოცვისა და სასულიერო პირებისთვის ულვაშის გაპარსვის შესახებ ცნობები გავრცელდა, ისრაელის დრუზმა მოსახლეობა მთავრობისგან სირიაში დრუზების დაცვა მოითხოვა. 

მოგვიანებით, 16 ივლისს, ბედუინებსა და დრუზებს შორის ზავი გამოცხადდა, მომდევნო დღეს კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ სუვაიდის დატოვება დაიწყეს, თუმცა, ადგილობრივი მედიისა და მცხოვრებლების ინფორმაციით, სამხრეთ სირიის სხვადასხვა ნაწილში შეტაკებები დღემდე გრძელდებოდა. 

რეგიონში შეტაკებების დაწყების შემდეგ ისრაელმა განაცხადა, რომ რეჟიმის სამხედრო ძალებს დედაქალაქ დამასკოს სამხრეთისკენ გადაადგილების საშუალებას არ მისცემდა. 16 ივლისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დამასკოში "ძლიერი იერიშებიც" მიიტანა, რის ფარგლებშიც დაიბომბა სირიის თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობა.

ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე კარმელსა და გალილეაში დაახლოებით 130 000 დრუზი ცხოვრობს. მათზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში (IDF) სავალდებულო სამხედრო გაწვევა 1957 წლიდან ვრცელდება - დრუზების ნაწილს კი პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვან თანამდებობები უკავია.

ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია. თებერვალში ნეთანიაჰუმ სირიის ახალი რეჟიმისგან ქვეყნის სამხრეთის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.

აქ გაიგებთ რატომ ბომბავს ისრაელი სირიის რეჟიმს და ვინ არიან დრუზები

კომენტარები