შსს-ს ცნობით, ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 -ე მუხლით მიმდინარეობს" - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





