ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოდამოკიდებულებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელბა კერძო სუბიექტებისთვის აიკრძალება. პროგრამებს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ.
"მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ. ძალზე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელაბზე , მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკოლმანიის წასახლისებლა". - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კერძო სუბიექტებს აქვთ კომერციული ინტერესი დაინტერესებული არიან არა ნარკომანიის ჩანაცვლებით, არა მოქალაქის "განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული"
"პირველი ინიციატივა უკავშირდება ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო სუბიექტების მიერ ხორციელდება. როგორც ცნობილია ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა, მეთადონი და ბუპრენორფინი, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება ხშირ შემთხვევაში არა პაციენტის განკრუნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინეტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული - ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს". - თქვა მან.
მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული პუნქტებიდან.
კობახიძის თქმითვე, "თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება".
"ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც". - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს მიმართეს.





