ამერიკული ტელეარხის, ABC News-ის პოლიტიკური კორესპონდენტი, რეიჩელ სკოტი X-ზე წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მასთან საუბრისას არ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ იერიშების მიტანაში ჩართვა.
კითხვაზე, რას ფიქრობდა იგი ცნობებზე, რომ ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდა, რათა ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდეს, ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა:
"ჩვენ [ირანთან ომში] ჩართულები არ ვართ. ჩვენი ჩართვა შესაძლებელია, მაგრამ ამ დროისთვის არ ვართ ჩართულები," თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.





