უკრაინის გენშტაბმა უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც რუსი სამხედროები დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდნენ. გენშტაბის ცნობით, ეს ინფორმაცია "სინამდვილეს არ შეესაბამება".
უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) გენშტაბის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოვალევმა РБК-Україна-სთან საუბრისას თქვა, რომ ბრძოლა კვლავ დონეცკის ოლქში მიმდინარეობს.
"ბრძოლა დონეცკის ოლქში მიმდინარეობს, ხოლო მოყვანილი ტექსტი რუსული დეზინფორმაციაა". - თქვა კოვალევმა.
ამასთან, უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, 31-ე ცალკეული ბრიგადის საბრძოლო რაიონში მდგომარეობა დაძაბულია და რუსი სამხედროები დნეპროპეტროვსკის ოლქში შესვლის "განზრახვას თავს არ ანებებენ", თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ შეკავებას წარმატებით ახერხებს.
მანამდე, 8 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სამხედრო დაჯგუფების, Центр-ის 90-ე სატანკო დივიზია დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დასავლეთ საზღვარს გასცდა და დნეპროპეტროვსკის ოლქში "იერიშის განვითარებას აგრძელებენ".





