რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში დონეცკის ოლქში რუსული იერიშების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაცია

7 ივნისს დილით რუსული იერიშების შედეგად დონეცკის ოლქში სამი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ფილაშკინის ცნობით, რუსული იერიშების შედეგად იაბლოვონკას დასახლებაში ორი სახლი დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კონსტანტინოვკაში თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 

გარდა ამისა, რუსული თავდასხმის შედეგად პოკროვსკში ერთი ადამიანი დაშავდა. 

მანამდე, 6 ივნისს დღის განმავლობაში რუსულ იერიშებს დონეცკის ოლქში, პოკროვსკსა და მირნოგრადში 2 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა.

კომენტარები