რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ყირიმის ხიდი დროებით გადაიკეტა, ვრცელდება ცნობები შესაძლო თავდასხმებზე

ყირიმის ხიდი
RIA

ყირიმის ხიდზე მანქანების მოძრაობა დროებით კვლავ შეიზღუდა.

აქამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ 3 ივნისის განთენიისას სპეცოპერაციის ფარგლებში ყირიმის ხიდი აფეთქებით დააზიანეს. 

ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ უკრაინელები ყირიმის ხიდზე განმეორებით თავდასხმას ცდილობენ. გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი ჩანს. ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

3 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც უკვე მესამედ დააზიანეს ყირიმის ხიდი. უწყება ირწმუნებოდა, რომ აფეთქება წყალქვეშ მოაწყვეს და დააზიანეს ხიდის საყრდენი. მათივე მტკიცებით, ობიექტი ავარიულ მდგომარეობაშია.

კომენტარები