არასასურველი ორგანიზაციები რუსეთში

რუსეთში არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის თავმჯდომარეს 6-წლიან პატიმრობა ემუქრება

12 მაისს, რუსმა პროკურორმა დამოუკიდებელი არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციის, Голос-ის, თანათავმჯდომარისთვის გრიგორი მელკონიანცისთვის 6-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

მელკონიანცი 2023 წლის აგვისტოში დააკავეს და ის "არასასურველი ორგანიზაციის" საქმიანობის ორგანიზებაშია ბრალდებული. ამ ბრალდებისთვის ექვსი წელი მაქსიმალური სასჯელია.

პროკურორმა ეკატერინა ფროლოვამ ასევე მოითხოვა, რომ მელკონიანცს 10 წლის განმავლობაში საჯარო საქმიანობაც აუკრძალონ.

Reuters წერს, რომ Голос პირველად მაშინ გახდა რუსეთის მთავრობის სამიზნე, როდესაც 2011 წლის რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების მტკიცებულებები გაასაჯაროვა, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ორგანიზაციამ მკიცებულებები ასევე 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზეც მოიპოვა. ამ არჩევნებმა ვლადიმირ პუტინი კრემლში მესამე ვადით დააბრუნა.

რუსი ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მელკონიანცის წინააღმდეგ საქმე წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებაზე ბევრად ფართო რეპრესიების ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

ადამიანის უფლებათა ჯგუფი OVD-Info-ს ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად 1,600-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.

კომენტარები