რუსეთმა უკრაინაზე 108 დრონით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 55 დრონი გაანადგურა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში სამოქალაქო სატვირთო მატარებელზე მიტანილი იერიშის შედეგად მატარებლის მძღოლი დაშავდა.
"ზავი იგნორირებულია, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მტრული თავდასხმები გრძელდება". - ნათქვამია უკრაინის რკინიგზის განცხადებაში.
შეტევაში ასევე 30 სიმულაციური დრონიც მონაწილეობდა, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს.





