ბათუმის აეროპორტი

სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება.

Flight Radar-ზე ჩანს, რომ თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე წრეებს არტყამს და დაჯდომას ვერ ახერხებს

მთავარი არხის ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია. ტაბულა მიზეზის გასარკვევად აეროპორტის გაერთიანებასთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები