ოლექსი არესტოვიჩი

ზელენსკიმ არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

ალექსეი არესტოვიჩი
RBC.ua

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ფიზიკურ პირსა სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

ახალი ბრძანების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:

  • ოლექსი არესტოვიჩი;
  • სტანისლავ ბერნვალდი (რუსი პროპაგანდისტი);
  • კონსტანტინ ბონდარენკო (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების პოლიტოლოგი);
  • დმიტრი ვასილეცი (უკრაინელი პრორუსული შეხედულებების ბლოგერი);
  • ანასტასია კაშევაროვა (რუსი პროპაგანდისტი);
  • მიროსლავ ოლეშკო (უკრაინელი პრორუსი ბლოგერი);
  • პაველ ონიშენკო (ე.წ. გამათავისუფლებელი მოძრაობა "სლობოჟანსკაია სეჩის" დამფუძნებელი);
  • ალექსანდრ სემჩენკო (რუსეთში გაქცეული უკრაინელი პოლიტიკოსი);
  • ალექსანდრ სკუბჩენკო (უკრაინელი პრორუსი პროპაგანდისტი);

ბრძანებაში წერია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური სანქციების საკითხი უნდა განიხილოს აშშ-სა და ევროპასთან.

2023 წლის იანვარში არესტოვიჩმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ივარაუდა, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც დნეპრში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული – ერთი "ძალადობის პროპაგანდისთვის", მეორე ცრუ ჩვენებების მიცემისთვის.

კომენტარები