რუსეთის ძალებმა კონსტანტინოვკის საცხოვრებელ სექტორზე ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს. თავდასხმას, სულ მცირე, სამი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსვერპლა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით დონეცკის საოლქო პროკურატურა და საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებენ.
თავდასხმას 47 და 48 წლის ცოლ-ქმარი და 78 წლის პენსიონერი ემსხვერპლნენ. მძიმე დაზიანებები მიიღო ოთხმა პენსიონერმა.
დარტყმის შედეგად დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და მსუბუქი ავტომობილები.





