ვლადიმირის ოლქში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო განყოფილების, 51-ე არსენალის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმის.
რუსული და უკრაინული მედიების ინფორმაციით სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე მძლავრი აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლები დებენ ვიდეოებს, რომელზეც აფეთქების შედეგად გაჩენილი კვამლი ჩანს.
როგორც უკრაინული პორტალი მილიტარნი წერს 51-ე არსენალი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იარაღის საწყობია.
51-ე არსენალი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 530 კილომეტრში მდებარეობს.
ოლქის ადმინისტრაციამ აფეთქების შემდეგ გარშემო დასახლებების ევაკუაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით საცხოვრებელი სახლები დატოვა ორი დასახლების მოსახლეობამ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ რაიონში, რომელშიც არსენალი მდებარეობს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა აფეთქებების ზუსტი მიზეზი.





