ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი მესამე მცდელობაზე დაჯდა

თელავივი-ბათუმის რეისი (ISR889), რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 11:15 საათზე უნდა დამჯდარიყო, მეორე მცდელობის მიუხედავად აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.

Flightrada24-ზე არსებული ინფორმაციით თვითმფრინავი ამ დროისთვის შავი ზღვის თავზე იმყოფება.

მანამდე, პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის რეისიც, რომელიც საბოლოოდ აეროპორტში 12:24 საათზე დაეშვა.

აეროპორტის ინფორმაციით, შეფერხებების მიზეზი ცუდი ხილვადობაა, წერს გამოცემა "ბათუმელები".

განახლება: თვითმფრინავი აეროპორტში 12:48 საათზე დაჯდა

კომენტარები