რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ტრამპს: გთხოვთ, ჩამოხვიდეთ უკრაინაში, ომის დასრულების გეგმაზე შემდეგ გადავიდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 აპრილს CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხეშია" და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, უკრაინაში ჩავიდეს.

"მსოფლიოს უსაფრთხოება სასწორზე დევს. თუ მყარად არ დავდგებით, ის [პუტინი] კიდევ უფრო წინ წაიწევს. ეს უმიზეზო არ არის, საფრთხე რეალურია". - თქვა ზელენსკიმ.

"გთხოვთ, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმამდე, მოდით და ნახეთ ხალხი, სამოქალაქო პირები, მებრძოლები, საავადმყოფოები, ეკლესიები, განადგურებული ან მკვდარი ბავშვები. მოდით, შეხედეთ და შემდეგ გადავიდეთ ომის დასრულების გეგმაზე". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით მოლაპარაკებებში რუსეთის ნდობა არ შეიძლება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის საბოლოო მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენა და იმ ტერიტორიების დაბრუნებაა, რომლებიც ამჟამად NATO-ს დაცვის ქვეშ არის.

"სამწუხაროდ, რუსული ნარატივები ჭარბობს აშშ-ში. როგორ არის შესაძლებელი, რომ უყურო ჩვენს  ტანჯვას, გაიაზრო, რას სჩადიან რუსები და მაინც არ გჯეროდეს მათი აგრესორობის, გჯეროდეს რომ მათ არ დაუწყიათ ომი". - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს მიუთითებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის აშშ-ზე.

კომენტარები