წყალქვეშა ნავის ჩაძირვა

წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული

ეგვიპტეში, ჰურგადასთან წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. მაშველებმა კი ამ დრომდე 29 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ეგვიპტეში რუსეთის საელჩოს ცნობით, წყალქვეშა ნავი რეგულარულ ექსკურსიას ატარებდა, რომლის ფარგლებშიც რიფების დათვალიერება იგეგმებოდა. საელჩოს ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებთან ერთად ბორტზე 45 რუსი ტურისტი, მათ შორის ბავშვები, იმყოფებოდა.

საზღვაო კატასტროფა სანაპიროდან ერთი კილომეტრის დაშორებით მოხდა. წყალქვეშა ნავის ჩაძირვის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარები