რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა, განადგურებულია 97 დრონი

23 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 147 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით განადგურებულია 97 დრონი.

გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 25 უპილოტო საფრენი აპარატი.

ოკუპანტებმა დრონები მილეროვოდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან ააფრინეს.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანებულია შენობები ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვის, ოდესისა და დონეცკის ოლქებში.

კიევზე იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. არიან დაჭრილები, მათ შორის 11 წლის ახალშობილი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები