რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

გრემი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: თუ პუტინი ტრამპს იყენებს, ის ამას ინანებს

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის თქმით, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, პუტინი "ამას ინანებს".

გრემის თქმით, "პუტინი მტაცებელია" და დაამატა, რომ "პუტინის განსჯის საუკეთესო გზა არა 3-საათიანი შეხვედრა, არამედ [მისი] მოქმედებების 30 წელია და არაფერი მიმანიშნებს იმაზე, რომ იგი აპირებს, მტაცებელი აღარ იყოს უკრაინის წინააღმდეგ, სანამ ტკივილი ზედმეტად დიდი არ იქნება".

ამასთანავე, გრემმა აღნიშნა, რომ "პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ იმ პირს არ დაელაპარაკები, ვინც პრობლემას ქმნის და პრობლემა პუტინია. ის მტაცებელია უკრაინისა და ზოგადად რეგიონის მიმართ". 

"იმედი მაქვს პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, პუტინი დაარწმუნოს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს, ცეცხლის შეწყვეტაში ჩაერთოს და იპოვოს ორმხრივი მოგების მქონე გამოსავალი ორივე ქვეყნისთვის, რათა მკვლელობები შეწყდეს. არასდროს გეცოდინება, სანამ არ ცდი და პლანეტაზე მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც ეს შეუძლია და ეს პრეზიდენტი ტრამპია. თუ პუტინი ტრამპს იყენებს, ის ამას ინანებს". - დაამატა გრემმა.

კომენტარები