რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით იერიში მიიტანა

Getty Images

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.

უკრაინული სარკინიგზო კომპანია Укрзалізниця-ს განცხადებით იერიშის შედეგად დაზიანებულია რკინიგზასთან არსებული ენერგეტიკული ობიექტები, რის გამოც შეფერხდა მატარებლების გადაადგილება.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, ქალაქ დნეპრში დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი, საყოფაცხოვრებო შენობა. დაჭრილია 3 მშვიდობიანი მოსახლე.

ლისაკის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში 11 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, ქალაქ ზაპოროჟიეში იერიშის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტთან არსებული ადმინისტრაციული შენობა.

კომენტარები