გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი და 4-6 ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ინფორმაციით, საფრთხის დონე მაღალია.
დღეს დავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.
"სანაპირო რაიონებში ვარაუდობენ ძლიერ, დროგამოშვებით ძალიან ძლიერ ქარს, ზღვაზე 4-6 ბალიან შტორმს. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაეცემა.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი. (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია განცხადებაში.