ტრუდო: კანადა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება

Efrem Lukatsky/AP

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ 20 თებერვალს თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, მისი თქმით, კანადა და მისი მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ტრუდომ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს თან დაურთო წარწერა: "კანადა ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით".

"კანადა და ჩვენი მოკავშირეები ერთმნიშვნელოვნად ვდგავართ ვლადიმირ პუტინის უკანონო, არამორალური და უსამართლო ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო წესრიგს" - თქვა ტრუდომ ვიდეოში.

ტრუდოს თქმით, უკრაინელები იბრძვიან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დასაცავად, რომელიც ბოლო 80 წელი უზრუნველყოფდა მსოფლიო ისაფრთხოებას.

"უკრაინელები იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არამედ, ისინი ასევე იბრძვიან იმ წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასაცავად, რომელმაც მსოფლიოს უსაფრთხოება თითქმის 80 წლის განმავლობაში უზრუნველყო. ეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის პერიოდი მსოფლიოში იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ არსებობდა წესები საზღვრების შესახებ, წესები, რომლებიც კრძალავდნენ მეზობლების ოკუპაციას. სწორედ ამ წესების დარღვევა გადაწყვიტა რუსეთმა რამდენიმე წლის წინ" - თქვა ტრუდომ.

მან ასევე დაამატა, რომ ელოდება უახლოეს პერიოდში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას ელოდება უკრაინის საკითხის განსახილველად:

"მოუთმენლად ველოდები შეხვედრას ჩემს ევროპელ პარტნიორებთან უახლოეს საათებში, რათა განვიხილოთ, როგორ გავაგრძელებთ უკრაინის და იმ წესების დაუფარავად დაცვას, რომლებიც ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს" - თქვა კანადის პრემიერმინისტრმა.

კომენტარები