CBS News-ის ინფორმაციით აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 14 თებერვალს დაიწყება.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე უკრაინის დელეგაციას უხელმძღვანელებს. ზელენსკისა და ვენსის შესაძლო შეხვედრის შესახებ გასულ კვირაში გამოცემა New York Post-იც წერდა.
სავარაუოდ მიმდინარე კვირაში შედგება შეხვედრა ზელენკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
"პრეზიდენტ ზელენსკის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევხვდები და, სავარაუდოდ, პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები. მინდა, რომ ეგ ომი დამთავრდეს უმთავრესი მიზეზის გამო, რომ ამდენ ადამიანს კლავენ. მილიონობით ადამიანს კარგავ ბრძოლის ველზე". - განაცხადა ტრამპმა.