კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ეხლა ჩემს კოლეგაზე, ანდრო ჭიჭინაძეზე მინდა ვთქვა. მისალმებით ვიცნობ, არ გვიმუშავია ერთად, მაგრამ რა ცნობა უნდა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ნათელი და სუფთა ბიჭია. კარგი, დავუშვათ, რომ სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბრალდებული, დავუშვათ, რომ ათასობით ადამიანმა, ვინც მისი განთავისუფლება ვითხოვეთ, არ ვიცით და აი კვალიფიციურმა სასამართლომ კი, რაღაც ისეთი იცის, რასაც მხოლოდ პროცესზე დაამტკიცებს პროკურატურა და ყველას გაგვაგებინებს. კი ბატონო, მოდი პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. მაგრამ კითხვები მაინც მაქვს: იმ ბრალდებით, იმ კვალიფიკაციით, იმ საქმით, რითიც აღიძრა და რითიც უნდა განიხილონ პროცესზე, ანდრო, სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? გარეთ გამოსული ანდრო, იმ “ნაცემ”პოლიციელებს ჩუმად გაურიგდებოდა და ისინი მერე იტყოდნენ პლასტმასის ბოთლი მაგან არ გვესროლაო? ანდრო სადმე მთებში გაიხიზნებოდა თუ უპასპორტოდ გადაკვეთდა საზღვარს? მართლა მაინტერესებს, რაში სჭირდებათ მისი დაკავება? მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე? მით უფრო რომ ამდენი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში. თან ისიც იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება მხოლოდ უფრო ააღელვებს ისედაც საკმარისზე მეტად აღელვებულ საზოგადოებას? და მაინც არ უშვებ? რა არის ეს? უჭკუობა?, ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც სჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!
tbl.ge/70z8
დაკოპირდა
წერს სოციალურ ქსელში "თავისუფალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი