საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უღრმესი კრიზისიდან და ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები. ამას ითხოვენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ.
იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ. არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ, რომ დაგეხმაროთ. საჭირო არის, რომ თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ ვიცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ და შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს იმაზე ლაპარაკი, რომ მე ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს. თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ. თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც ექნებათ თავიანთი ადგილი. მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭირო არის, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც ახლა იბადება