იაპონური კრიმინალური სინდიკატის, იაკუძას ბოსმა, ტაკეში ებისავამ, აშშ-ის მიერ, ირანისთვის ბირთვული იარაღის მასალების მიწოდების ბრალდება აღიარა.
ცნობისთვის, 60 წლის ებისავას 22 თებერვალს ირანისთვის ბირთვული მასალების გადაცემისთვის ბრალი წარედგინა - მას ურანი და პლუტონიუმი მიანმარიდან ტაილანდში გადაჰქონდა, როდესაც მასალები სამართალდამცავი უწყების ფარულ აგენტს აჩვენა.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ებისავამ ასევე აღიარა 2022 წელს წაყენებული ბრალდება ნარკოტიკებისა და იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაზე.