რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელს სურს, რომ ომი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მოგვარდეს

კით კელოგი
 AP Photo

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგმა Fox News-თან საუბრისას 7 იანვარს ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები განიხილა და უკრაინაში ომზე ისაუბრა.

კელოგმა გაიზიარა ტრამპის კრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიმართ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან ომის დაწყების შემდეგ არ უსაუბრია "უდიდესი შეცდომაა".

"ერთი დიდი რამ, რასაც პრეზიდენტი აკეთებს არის ის, რომ პრეზიდენტი მტრებსა და მოკავშირეებს, ორივეს ელაპარაკება და მან იცის, რომ ეს რთულია, მაგრამ მან იცის, რომ ხალხს უნდა ელაპარაკო, რათა დასასრულამდე მიხვიდე". - თქვა კელოგმა.

კელოგის თქმით, პრეზიდენტისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება, რის შემდეგაც იგი პუტინსა და ზელენსკის დაელაპარაკება. კელოგის აზრით, ამის შედეგად ისინი შეთანხმებამდე მიღწევას შეძლებენ.

"ვფიქრობ, ისინი მისაღებ გადაწყვეტილებამდე ახლო მომავალში მიივლენ. როდესაც ახლო მომავალზე ვსაუბრობ, მინდა, პირად დონეზე ამოცანა დავისახო, პროფესიონალურ დონეზე, ვიტყოდი, 100 დღე მოვნიშნოთ". - დაამატა ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში.

ამას გარდა, კელოგმა აღნიშნა, რომ ტრამპი რუსეთთან დათმობებზე წასვლას არ ცდილობს, არამედ სურს, რომ უკრაინა და მისი სუვერენიტეტი გადაარჩინოს:

"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ტრამპი არ ცდილობს პუტინთან ან რუსებთან დათმობაზე წავიდეს, ის სინამდვილეში უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას ცდილობს და იგი უზრუნველყოფს, რომ ეს სამართლიანია და მან ეს რამდენჯერმე თქვა, როდესაც ზელენსკი შეხვდა მას Trump Tower-ში და როდესაც მან ეს პრესკონფერენციაზე თქვა". - აღნიშნა მან.

კომენტარები