რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

იერიშის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. 

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქალაქში 25-მდე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. 

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის მტკიცებით, ნავთობბაზაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგად ჩამოგდებული უკრაინული დრონების ნამსხვრევები გახდა.

აფეთქებები მოხდა ასევე ქალაქ სარატოვში, რომელსაც ენგელსისგან მდინარის კალაპოტი აშორებს.

ენგელსში მდებარეობს ბომბდამშენ ТУ-95-ების საჰაერო ბაზა, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინამ არაერთხელ მიიტანა იერიში.

კომენტარები