რუსული რესტორანი

თბილისში რესტორნების რუსული ქსელი Сыроварня-ს ფილიალი იხსნება

თბილისში რესტორნების რუსული ქსელი Сыроварня-ს ფილიალი იხსნება, რომელსაც რუსულის ნაცვლად ინგლისურენოვანი სახელწოდება ექნება და Cheesefarm ერქმევა.

ფილიალის გახსნის შესახებ ინფორმაცია Сыроварня-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დასტურდება. ამასთან, Facebook-ზე უკვე გამოჩნდა Cheesefarm-ის გვერდიც, სადაც რესტორნის მისამართად – თავისუფლების მოედანი 7-ია დასახელებული.

რუსულენოვანი გამოცემა Smart Press-ის ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო პარაგრაფ თბილისის პირველ სართულზე გაიხსნება.

Сыроварня რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის ქსელია, რომლის ფილიალებიც ასევე დუბაიში, ერევანში, ალმატიში, დუშანბესა და ტაშკენტში.

რესტორნის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები