თავდასხმა ნიუ ორლეანში

ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანის ხალხში შევარდნას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ ორლეანში, ბურბონ სტრიტზე დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებილ ხალხში შევარდა, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) განცხადებით, თავდამსხმელის ლიკვიდაცია ორმხრივი სროლის დროს მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ბარიკადებს გვერდი აუარა და ბურბონ სტრიტზე დაეშვა, ადამიანებისთვის გადავლის შემდეგ კი პოლიციას ცეცხლიც გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა, თავდამსხმელი კი ადგილზევე მოკვდა.

FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება "როგორც ტერორისტულ აქტზე" მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

კომენტარები