საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: დაახლოებით ცნობილია, რას გადაწყვეტენ ბრიუსელში, განსაკუთრებული არაფერი

წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული. გამოსულია გარეთ ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი. 

ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე, ეს არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დავაკვირდეთ.

ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსმა რიკარდ იოზვიაკმა X-ზე დაწერა, რომ "ევროკავშირი დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამის წინააღმდეგ არიან". მისი თქმით, "რაც შესაძლოა მოხდეს, არის საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ამის განხორციელებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს".

კომენტარები