რადიო თავისუფლების ევროპის ოფისის უფროსი რიკარდ იოზვიაკი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ევროკომისიის ანგარიშის შესახებ წერს და დოკუმენტიდან შესაძლო ნაწყვეტს აქვეყნებს.
იოზვიაკის თანახმად, ევროკომისიის ანგარიში ქართულ ოცნებას უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან ასარიდებლად კომისის რეკომენდაციების დამაკმაყოფილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ, კერძოდ ფუნდამენტური თავისუფლებების დავისკენ, მოუწოდებს.
ამის შესახებ იოზვიაკი X-ზე წერს.
"ევროპული კომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციაზე: "შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების თავიდან ასარიდებლად, საქართველომ დამატებითი მყისიერი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა კომისიის რეკომენდაციები დააკმაყოფილოს, კერძოდ, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში". სხვებს დადებითი ანგარიშები აქვთ". - წერს იოზვიაკი.
მანამდე, 5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ფელდკამპმა თქვა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსთხოვენ.
უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც ისაუბრა. 29 ნოემბერს ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს საკითხზე EU-ს წევრი ქვეყნები 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მისივე თქმით, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას.