რუსეთი

რუსეთში ყურანის დაწვისთვის დაკავებულ ახალგაზრდას ახალ საქმეზე 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნიკიტა ჟურაველი

რუსეთში ნიკიტა ჟურაველი სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და 13.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ღალატისთვის გასამართლებული ჟურაველი უკვე 3.5-წლიან პატიმრობას "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის" კოლონიაში იხდის.

გამოძიების ვერსიით 2023 წელს ვოლგოგრადში ყურანი უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით დაწვა.


ნიკიტა ჟურაველი ვოლგოგრადში მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში ყურანის დაწვის ვიდეო გამოაქვეყნა.

დაკავებული ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

2023 წლის აგვისტოს ხელშეკრულ ჟურაველს რამზან კადიროვის შვილმა, ადამ კადიროვმა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა. მოგვიანებით ცემის ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ Telegram-არხში გამოაქვეყნა. 

ვიდეოს რუსეთში საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ჩეჩნეთის პროკურატურამ ფორმალურად საქმე აღძრა, თუმცა უმცროს კადიროვს, რომელიც იმ მომენტში არასრულწლოვანი (16 წლის) იყო უდანაშაულოდ ცნეს. 

კომენტარები