რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოდესა დაბომბა, დაღუპულია 8 ადამიანი

ოდესის დაბომბვის შედეგები, 18.11.24
24 Chanel

18 ნოემბერს, დღის საათებში რუსეთმა ოდესა დაბომბა. რაკეტა საცხოვრებელი სახლის ეზოში აფეთქდა, ადგილზე დაიღუპა 8 ადამიანი.

იერიშის შედეგად სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო ათობით მშვიდობიანმა მოსახლემ.

"ოდესაში რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული იერიშით ადამიანები მოკლეს. რუსი მკვლელები უკვე არ მალავენ საკუთარ განზრახვებს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

ადგილობრივი მედიების ცნობით დაღუპულთა შორის არიან მედიკოსები და პოლიციელები.

კომენტარები