ირლანდიელმა UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სასამართლო მოსმენაზე აღიარა, რომ მან მანქანაში კოკაინი მიიღო იმ ღამეს, როცა დუბლინელი ქალი, ნიკიტა ჰენდი, სავარაუდოდ გააუპატიურა.
აქამდე, ნიკიტა ჰენდმა ირლანდიელი სპორტსმენი გაუპატიურებაში დაადანაშაულა - ჰენდის მტკიცებით, მაკგრეგორმა ის 2018 წელს, შობის ღამეს გააუპატიურა.
მაკგრეგორმა გაუპატიურების შესახებ ყველა ბრალდება უარყო, თუმცა ხუთშაბათს გამართულ მოსმენაზე, როცა უფროსმა ადვოკატმა, ჯონ გორდონმა განაცხადა, რომ მებრძოლმა მის მანქანაში, მსხვერპლთან და კიდევ ერთ თვითმხილველთან ერთად კოკაინი მიიღო, მაკგრეგორმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.
სასამართლო მოსმენა დუბლინის უმაღლეს სასამართლოში გაიმართა მას შემდეგ, რაც ირლანდიის პროკურატურის დირექტორმა, უარი თქვა მაკგრეგორისთვის სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინა.





