როგორც ამერიკული მედიები წერენ, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში გაიმარჯვა.
დემოკრატებს ამ შტატში საარჩევნო კოლეგიის ხმა 2008 წლის შემდეგ არ მიუღიათ, თუმცა ჩრდილოეთ კაროლინაში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატების ხმები ერთმანეთთან მუდამ ახლოს იყო. ტრამპმა ამ შტატში 2020 წელსაც გაიმარჯვა, თუმცა მხოლოდ მცირე სხვაობით.
ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინაში დათვლილია ხმების დაახლოებით 90%, თუმცა ამერიკული მედიები ტრამპის გამარჯვების ცნობას წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით წერენ.
პარალელურად, კამალა ჰარისმა ვირჯინიაში გამარჯვების შედეგად კოლეგიის დამატებითი ხმები მოიპოვა.
ამჟამინდელი მდგომარეობით ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, ჰარისს კი 205.