რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთში ნავთობბაზაზე და ენერგეტიკულ კომპლექსზე იერიში მიიტანა

ნავთობბაზა სტავროპოლის ოლქში
AIF

1 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში მდებარე ორ საწარმოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

3 დრონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფასთან მდებარე ენერგეტიკულ კომპლექსს დაეჯახა. შედეგად ადგილზე გაჩნდა ხანძარი. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის. ობიექტი ფრონტის ხაზიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს.

უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა სტავროპოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე. შედეგად საწარმოში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ცნობა არ არის. ნავთობბაზა ქალაქ სტავროპოლიდან 80 კილომეტრში, სვეტლოგრადში მდებარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ 1 ნოემბრის ღამეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე 83 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.

უწყების ანგარიშის მიხედვით 36 დრონი განადგურებულია კურსკის ოლქში, 20 – ბრიანსკში, 12 – ოკუპირებულ ყირიმში, 8 – ვორონეჟში, 4 – ორლოვში, 3 – ბელგოროდში. არ არის ნახსენები ბაშკირეთისა და სტავროპოლის იერიშები.

კომენტარები