30 სექტემბრის საღამოს რუსეთმა ხარკოვში ავიაბომბი ჩამოაგდო, რომელიც სალტოვის რაიონში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
აფეთქების შედეგად ცხრასართულიან კორპუსში 2 სართული დაინგრა.
31 ოქტომბრის დილას ნანგრევებიდან ამოიყვანეს 12 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებმა ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძელეს. მაშველებმა ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს, რომელიც დიდი ალბათობით დაიღუპა.
მრავალსართულიანი სახლის დაბომბვის შედეგად დაშავდა 34 ადამიანი.
დაბომბვის შედეგების ვიდეო საკუთარ Telegram არხში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა და მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვის მიღების დაჩქარებისკენ მოუწოდა:
"ასეთ პირობებში თითოეული მათ მიერ გადადებული საკითხი დახმარების შესახებ არის მინიმუმ ათეული ასეთი ბომბი უკრაინის წინააღმდეგ. მათი გადაწყვეტილებები ჩვენ ადამიანების სიცოცხლის ფასად გვიჯდება".
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.