აშშ-ში, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17 პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთა ჯგუფი საჯარო სივრცეში მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
გარდაცვლილთა შორის 3 ადგილზევე დაიღუპა, ერთ-ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.ცვალა.
ბირმინგემის პოლიციის უფროსის, სკოტ თურმონდის ცნობით, მსროლელებს, სავარაუდოდ, კონკრეტული სამიზნის მოკვლა ჰქონდათ განზრახული. მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ ეს პირი დაღუპულთა შორის ერთ-ერთი არის.
თურმონდის თქმით, პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ "ვიღაც მზად იყო, ფული გადაეხადა, რათა ეს პიროვნება მომკვდარიყო".
გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლ იარაღზე დასაყენებელ მოწყობილობას იყენებდნენ, რომლითაც პისტოლეტის ავტომატურ რეჟიმში სროლა ხდება შესაძლებელი.





