თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
პარასკევს, 13 სექტემბერს 11:00 საათზე, ონლაინ შეხვედრის რეჟიმში, სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის შესახებ ტრენინგს ჩაატარებს ინგა ცერცვაძე, Adjara Group-ის სურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი.
2 საათიანი ონლაინ ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
-
ზოგადი მოთხოვნები საკვები ობიექტის მიმართ
-
HACCP-ის ისტორია
-
წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები
-
კარგი წარმოების პრაქტიკა
-
კარგი ჰიგიენის პრაქტიკა
-
საკვებით მოწამვლა
-
საკვებთან დაკავშირებული საფრთხეები
-
ალერგენები
-
ჯვარედინი დაბინძურება
-
5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათის წარმოებისთვის
-
რისკების კონტროლი სამზარეულოში
-
HACCP-ის 12 საფეხური
-
HACCP-ის სისტემის უპირატესობის დადგენა
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:





