უკრაინის საჰაერო ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს 46 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 38 გაანადგურეს. ერთი დრონი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
გარდა ამისა რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან ისკანდერის ტიპის რაკეტა გაისროლა.
ოკუპანტების საჰაერო შეტევას იგერიებდნენ ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ნაწილები, მობილური საზენიტო ჯგუფები.
საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის 13 რეგიონში მუშაობდა.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.