იახტის ჩაძირვა

სიცილიაში მყვინთავებმა იახტის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა 5 ცხედარი იპოვეს

იახტა Bayesian, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან ჩაიძირა
Perini Navi Press Office

მყვინთავებმა, რომლებიც სიცილიაში, პალერმოსთან ახლოს, ძვირადღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 6 ადამიანს ეძებდნენ, ხუთი ცხედარი იპოვეს, საიდანაც 4 უკვე ნაპირზე ამოიყვანეს.

როგორც ცნობილია, 19 აგვისტოს ქარბორბალამ ზღვაში იახტა გაიტაცა, რასაც თავდაპირველი ცნობებით ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ექვსი პირი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.

იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მაშველებმა 15-ის გადარჩენა შეძლეს და 8 მათგანი, მათ შორის, ერთი წლის ბავშვიც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, ცხედრები ჯერჯერობით ფორმალურად იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა, 6 დაკარგულს შორის ბრიტანელი ბიზნესმენი, მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის შვილი, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს თავმჯდომარე, ჯონათან ბლუმერი და მისი ცოლი იყვნენ

კომენტარები