ავტოსაგზაო შემთხვევა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. 

მთავარი არხის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. 

მათივე ცნობით, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები